06:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 21:15:43, 1235 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ავიაბაზარზე ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan შემოდის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულდა მოლაპარაკებები ყაზახურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია FlyArystan-თან.

შედეგად, მაისიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს. აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი - ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში  პირდაპირი რეგულარული რეისები, თითოეულ მიმართულებაზე კვირაში 2 სიხშირით 2 მაისიდან განხორციელდება.

ბილეთების ყიდვა ავიაკომპანიის ვებგვერდზე დღეიდან არის შესაძლებელი. https://flyarystan.com/en

„მოხარულები ვართ, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ბაზრით სრულიად ახალი ავიაკომპანიები ინტერესდებიან.

ასევე, ეტაპობრივად უბრუნდებიან ბაზარს და ფრენის სიხშირეებსაც ზრდიან ის ავიაკომპანიები, რომლებიც ტრადიციულად დაფრინავდნენ ჩვენს აეროპორტებში. წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ყაზახურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია FlyArystan-თან.

ავიაკომპანიის ტექნიკურმა გუნდმა ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა და შეისწავლა ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობები და გადაწყვიტეს, რომ უკვე მაისიდან რეგულარული ფრენები განახორციელოს ჩვენი აეროპორტისთვის 3 სრულიად ახალ მიმართულებაზე. შესაბამისად ველოდებით საერთაშორისო ვიზიტორებს ცენტრალური აზიიდან, რაც ნიშნავს ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის სრულიად ახალი ტურისტული ბაზრის ათვისებას“, -  განაცხადა თამარ არჩუაძემ.

FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.

შეგახსენებთ, 1-ლი მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR ნეგატიური ტესტი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics