|
2021-03-12 15:22:42, 1776 ნახვა
ომი უკრაინაში
„იუნისეფის“ ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში „იუნისეფის“ წარმომადგენლობა ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მომდევნო კვირების განმავლობაში შემოვა ვაქცინის დამატებით 129,600 დოზა. „ქვეყანაში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი წლის თავზე, საქართველო COVAX პლატფორმის საშუალებით მიიღებს AstraZeneca / Oxford ვაქცინის პირველ პარტიას 43 200 დოზით, რომელიც დამზადებულია AstraZeneca-SKBio (კორეის რესპუბლიკა) მიერ. გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება საქართველოს მთავრობას ამ ვაქცინების შეძენაში, რომლებიც 13 მარტს ჩამოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. შაბათ-კვირის განმავლობაში ვაქცინები მთავრობის მიერ გადანაწილდება ყველა რაიონში. ვაქცინაციის პროცესის დაწყება დაგეგმილია 15 მარტიდან. ვაქცინების ადმინისტრირება დაიწყება მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით, რომელთა შორის, პირველები სამედიცინო მუშაკები არიან. 43 200 ვაქცინა სრულად იქნება გამოყენებული პირველი დოზებისთვის. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ინფორმაციას, რომ ვაქცინის დამატებითი 86,400 დოზა ქვეყანაში აპრილში ჩამოვა, ხოლო ინექციებს შორის რეკომენდებული ინტერვალი 8-დან 12 კვირამდეა. ჯამში, უახლოეს კვირებში საქართველო მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის 129,600 დოზას. გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს მთავრობისგან ასევე მიიღო თხოვნა, დაეხმაროს Pfizer-BioNTech ვაქცინის შეძენაში. შედეგად, ვაქცინების ჩამოტანა მოსალოდნელია მარტის თვის ბოლოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)