09:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 10:24:07, 658 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებული არიან: 2002 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ხ., 1999 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისათვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ს., 2001 წელს დაბადებული ნ.მ. და 1996 წელს დაბადებული თ.კ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის გაქურდვას ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა სამი პირი აღნიშნული სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მეოთხე ბრალდებული კი, პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics