17:27 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-26 13:22:50, 607 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა პარლამენტის პიკეტირებასა და „სირცხვილის კორიდორებს“ აანონსებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა პარლამენტის პიკეტირებასა და „სირცხვილის კორიდორებს“ აანონსებს.

როგორც მან აქცია-მსვლელობის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა, გამოცხადდება გრაფიკი და ოპოზიცია პარლამენტის სხდომის, მთავრობის სხდომისა თუ დეპუტატების შეკრების წინ, საპროტესტო აქციებს მოაწყობს.

 „იქნება უწყვეტი პროტესტი, დარჩენის მსურველები დარჩებიან პარლამენტის წინ, ასეევე, როდესაც იქნება, გრაფიკიც გამოცხადდება, პარლამენტის სხდომა, იქნება პიკეტირება, „სირცხვილის კორიდორები“, ასევე იქნება ეს მთავრობის სხდომა თუ სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები, იქაც დავხვდებით, უნდა იცოდნენ, რომ ქვეყნის რეპუტაციის შელახვას, უკუსვლას, სტაგნაციას, გაღარიბებას და გაღატაკებას მილიონზე მეტი ადამიანი არ შეეუგება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აქცია-მსვლელობას მართავენ. მათი მოთხოვნებია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
El Pais: დაახლოებით 25 000 მიგრანტი ნებაყოფლობით დაბრუნდა ესპანეთიდან მაროკოში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics