18:09 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-31 17:07:49, 230 ნახვა

El Pais: დაახლოებით 25 000 მიგრანტი ნებაყოფლობით დაბრუნდა ესპანეთიდან მაროკოში

ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში, რომელიც აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს, არალეგალურად ჩასული თითქმის 25 000 მიგრანტი ნებაყოფლობით დაბრუნდა მაროკოში, იტყობინება El Pais შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებით.

სამინისტროს ცნობით, ქალაქში სულ 50 000 ადამიანი ჩავიდა. თუმცა, სეუტას ხელისუფლებამ ადრე 60 000 მიგრანტის შესახებ განაცხადა.

ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარეობს, მიგრანტების მასობრივი შემოდინება ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს. ამის შესახებ ქალაქში ჩასულმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა. მისი განცხადებები კაბინეტის ვებსაიტზე გავრცელდა.

პრემიერ-მინისტრმა „გუშინ მომხდარს თავდასხმა, ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“ უწოდა.

ბოლო დღეებში, 1500-ზე მეტმა მიგრანტმა ძალით შეაღწია ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში, რომელიც გიბრალტარის სრუტის აფრიკულ სანაპიროზე მდებარეობს და მაროკოს ესაზღვრება. ავტონომიური ქალაქის მერმა, ხუან ხესუს ვივასმა, ხუთშაბათს, 30 ივლისს, განაცხადა, რომ ანკლავში „ჰუმანიტარული და სოციალური საგანგებო მდგომარეობა“ მიმდინარეობს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics