03:35 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-02 23:40:01, 687 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვსა და პეტერბურგში ნავალნის მხარდამჭერები იკრიბებიან - LIVE

ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები მოსკოვის ცენტრში, მანეჟის მოედანზე იკრიბებიან. გარდა ამისა, კოლონებით ადამიანები, სხვადასხვა ლოკაციებზეც გამოდიან. ამასთან ტელეკომპანია "დოჟდის" ინფორმაციით, ხალხი იკრიბება სანკ-პეტერბურგშიც. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოსკოვში ლუბლიანკის პროსპექტზეც ხალხი იკრიბება. 

მოსკოვში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ადგილზე მობილიზებულია ავტობუსები და პოლიციის დამატებითი ძალები.

ნავალნის თანამოაზრეებმა მოსკოვის ცენტრში შეკრება დააანონსეს. "მანეჟნაიას მოედანზე გელით". – ვკითხულობთ ნავალნის Facebook გვერდზე.

შეგახსენეთ, ცოტახსნის წინ, ალექსეი ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიესაჯა. 
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გერმანიიდან დაბრუნების თანავე რუსეთში აეროპორტში დააკავეს.

რუსი ოპოზიციონერის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთის 100-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics