00:47 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-25 16:36:03, 588 ნახვა

მსოფლიო
იტალიის პრემიერი გადადგომას აპირებს

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე თანამდებობიდან გადადგომას აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჯუზეპე კონტე გადადგომის შემდეგ, კოალიციის შექმნას გეგმავს, რომელშიც იტალიის პარლამენტის ცენტრისტ წევრებს გააერთიანებს.

როგორც კონტემ იტალიურ გამოცემა La Repubblica-სთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყნის პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადებით სავარაუდოდ, 26 იანვარს მიმართავს.

ცნობისთვის, იტალიაში პოლიტიკური კრიზისია, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის მმართველი კოალიცია დაიშალა. პრემიერ-მინისტრი, მატეო რენცი ეკონომიკური აღდგენის გეგმას არ ეთანხმება. მისმა პარტიამ „ცოცხალმა იტალიამ“ მინისტრთა კაბინეტი დატოვა. ამ ყოველივემ კორონავირუსის პანდემიის ფონზე არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics