20:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-19 09:58:33, 918 ნახვა

მსოფლიო
იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ ჯუზეპე კონტეს მთავრობას ნდობა გამოუცხადა

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, 629 კაციანი პალატიდან მინისტრთა კაბინეტს მხარი 321-მა დეპუტატმა დაუჭირა, 259 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 27-მა კენჭისყრისგან თავი შეიკავა.

დღეს, 19 იანვარს კონტეს მთავრობა უფრო რთული გამოწვევის წინაშე დადგება, რადგან ახლა ნდობის საკითხს კენჭს იტალიის სენატი უყრის.

ცნობისთვის, იტალიაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „ცოცხალმა იტალიამ“ მინისტრთა კაბინეტი დატოვა. ამ ყოველივემ კორონავირუსის პანდემიის ფონზე არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics