20:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 18:08:39, 968 ნახვა

მსოფლიო
გადით გარეთ, ბუნკერის ქურდებს ყველაზე მეტად ამის ეშინიათ - ალექსეი ნავალნი ხალხს ქუჩის პროტესტისკენ მოუწოდებს

ალექსეი ნავალნი ხალხს გარეთ გასვლისკენ და პროტესტისკენ მოუწოდებს, - აღნიშნულის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა, ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"რისი ეშინიათ ამ ბუნკერის ქურდებს ყველაზე მეტად, თქვენ თავადაც კარგად იცით, რომ ეს არის ქუჩაში გასვლა და პროტესტი, რადგან ეს არის მთავარი პოლიტიკური ფაქტორი, რომლის იგნორიც არ შეიძლება. ამიტომ, არ შეგეშინდათ, გადით გარეთ, არა ჩემს გამო, არამედ საკუთარი თავებისა და მომავლის გამო", - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, რუს ოპოზიციონერს ხიმკის პოლიციის განყოფილებაში, 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. 

17 იანვარს რუსმა სამართალდამცავებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. როგორც ქვეყნის ფედერალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, ნავალნის დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics