20:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 14:08:33, 589 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი - ვგმობ ალექსეი ნავალნის დაკავებას

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, იგი ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას გმობს.

ურსულა ფონ დერ ლეიენი მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ალექსეი ნავალნი.

„მე ვგმობ ალექსეი ნავალნის დაკავებას რუსეთის ხელისუფლების მიერ. მათ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ის და უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება. 

პოლიტიკური ოპონენტების დაკავება ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს", - აღნიშნავს ევროკომისიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს რუსმა სამართალდამცავებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. როგორც ქვეყნის ფედერალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, ნავალნის დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics