17:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-14 18:14:14, 731 ნახვა

მსოფლიო
Snapchat-მა დონალდ ტრამპს ანგარიშზე წვდომა სამუდამოდ შეუჩერა

Snapchat-მა დონალდ ტრამპს ანგარიშზე წვდომა სამუდამოდ შეუჩერა.

ამის შესახებ Snapchat-ის სპიკერმა განაცხადა.

„გასულ კვირას ჩვენ განვაცხადეთ პრეზიდენტ ტრამპის Snapchat (SNAP) ანგარიშის განუსაზღვრელი დროით შეჩერების შესახებ და ვაფასებდით, თუ რა ხანგრძლივობის ქმედება აჯობებს ჩვენი Snapchat-ის საზოგადოების ინტერესებისთვის.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და მისი მცდელობების გამო, გაევრცელებინა დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა და წაეხალისებინა ძალადობა, რაც ჩვენი მითითებების აშკარა დარღვევაა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მისი ანგარიშის სამუდამოდ შეჩერების შესახებ“, - განაცხადა Snapchat-ის სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ვიდეოს შემდეგ, რომელშიც ის კაპიტოლიუმში შეჭრილ მხარდამჭერებს მიმართავდა და სოციალურ ქსელში გაავრცელა, პრეზიდენტის სოციალური ქსელის ანგარიშები ერთმანეთის მიყოლებით დაიბლოკა.

Facebook-მა მიმართვის ვიდეო წაშალა და Facebook-სა და Instagram-ზე პრეზიდენტს წვდომა ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე შეუზღუდა.

Twitter-მა კი დონალდ ტრამპს ანგარიში სამუდამოდ გაუუქმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics