13:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-14 11:52:12, 816 ნახვა

სამართალი
იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩვენება არ შეუცვლია

იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი, ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩვენება არ შეუცვლია.

ადვოკატმა ისაუბრა გუშინ ბრეგვაძის უწყებაში ყოფნაზე და განმარტა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ე.წ ოქროს მოწმე, პირადი ნივთების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

„ჩვენების შეცვლას ადგილი არ ჰქონია, თქვენთვის კარგადაა ცნობილი თითოეული მისი ჩვენება. ის გამოძიებაში არის საერთოდ ორჯერ დაკითხული.

რაც შეეხება გუშინდელ ამბავს რატომ არ ვიყავი მასთან ერთად, უწყებაში ის მისი პროფესიული საქმიანობის თემაზე იყო მისული. მე მას ავუხსენი, რომ საქმის გამოძიებამდე არ დაუბრუნებდნენ ნივთებს. მან მაინც სთხოვა დაბრუნება და უარი მიიღო“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics