17:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-14 09:18:37, 641 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენის განცხადებით, კაპიტოლიუმში არეულობა დონალდ ტრამპის მიერ იყო პროვოცირებული

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, კაპიტოლიუმში არეულობა დონალდ ტრამპის მიერ იყო პროვოცირებული.

როგორც ბაიდენი აღნიშნავს, ეს იყო უპრეცედენტო თავდასხმა აშშ-ის დემოკრატიაზე.

„გასულ კვირას ჩვენ დავინახეთ უპრეცედენტო თავდასხმა ჩვენს დემოკრატიაზე - ძალადობრივი თავდასხმა თავად შეერთებული შტატების კაპიტოლიუმზე, ხალხის წარმომადგენლებზე, პოლიციელებზე, რომლებიც ყოველდღე რისკავს სიცოცხლეს მათი დასაცავად და თანამოქალაქეებზე, რომლებიც საჯარო მოხელეებად მსახურობენ თავისუფლების ციტადელში.

ეს დანაშაულებრივი შეტევა დაგეგმილი და კოორდინირებული იყო. ეს განხორციელდა პოლიტიკური ექსტრემისტებისა და შიდა ტერორისტების მიერ, რომლებიც ამ ძალადობაში პრეზიდენტ ტრამპმა გამოიწვია.

ეს იყო შეიარაღებული აჯანყება ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ხოლო პასუხისმგებლები პასუხს უნდა აგებდნენ“, - აცხადებს ტრამპი.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics