03:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-12 11:57:33, 719 ნახვა

სამართალი
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ხუთი პირის საქმის განხილვა გრძელდება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ხუთი პირის საქმის განხილვა გრძელდება.

საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამომძიებელი დაიკითხება და საქმეშია არსებულ ვიდეომასალას გამოიკვლევენ.

ყაზარაშვილმა აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებით 100 მოწმიდან მხოლოდ 18 მოწმე დარჩა დასაკითხი.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხება გამომძიებელი, გამოვიკვლევთ ვიდეომასალას, სხვა მოწმე დღეს არ გვეყოლება. რაც შეეხება უშუალოდ საქმეზე დაკითხულ მოწმეებს, ამ ეტაპზე 100 მოწმიდან 18 მოწმეა დარჩენილი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც, რომლითაც დგინდება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი და მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი, შეუძლებელია ჩვენი მოლოდინი იყოს სხვაგვარი და რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე ელოდება გამამტყუნებელ განაჩენს“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics