23:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 14:41:29, 463 ნახვა

ეკონომიკა
კავკასიის ავტოიმპორტმა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 161 მედდას, საჩუქრად 1000 ლარი ჩაურიცხა

კავკასიის ავტოიმპორტი (cai.ge), კავკასიის ბიზნეს ჯგუფის (cbg.ge) ლიდერი კომპანია, სოლიდარობის ნიშნად, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აგრძელებს პროაქტიულ მხარდაჭერას ქვეყნის, მთავრობის და სამედიცინო პერსონალის კორონავირუსის

გავრცელების წინააღმდეგ და დაავადებული თანამოქალაქეების გამოჯანმრთელებისთვის თავდაუზოგავ ბრძოლაში.

ამჯერად, კავკასიის ავტოიმპორტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, კლინიკაში, კორონავირუსით დაავადებული თანამოქალაქეების გამოჯანმრთელებისთვის, წინა ხაზზე თავდაუზოგავ ბრძოლაში ჩაბმულ 161 მედდას, საჩუქრად, მათ პირად საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 1000 ლარი. 

საჩუქართან დაკავშირებით, სახელმწიფოს წინაშე წარმოქმნილ ყველა საგადასახადო ვალდებულებას დაფარავს კომპანია.

"კავკასიის ავტოიმპორტი, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში, მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის და თანამოქალაქეების თანადგომას.

კავკასიის ავტოიმპორტი გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას!" - აცხადებენ კომპანიაში. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics