10:22 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 19:11:38, 955 ნახვა

მსოფლიო
გერმანიამ შესაძლოა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო რუსეთს სანქციები დაუწესოს

გერმანიამ შესაძლოა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო რუსეთს სანქციები დაუწესოს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საშუალება Tass.ru ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად მზად არის დაუწესოს რუსეთის ფედერაციას სანქციები, თუ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მათი ბრალეულობა დამტკიცდება.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წლის ზაფხულში მოკლეს.

დაკავებულ ბრალდებულს გერმანიის პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად 18 ივნისს წაუყენა და მკვლელობის დაკვეთაში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები დაადანაშაულა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული რუსეთის ელჩი, გერმანიას სანქციების დაწესების შემთხვევაში საპასუხო რეაგირებით დაემუქრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics