00:59 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-17 22:49:20, 525 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: პროგრამას „აწარმოე საქართველოში" ახალი დარგები დაემატა, სადაც საწარმოს შესაქმნელად ქონების გადაცემა იქნება შესაძლებელი

პროგრამას „აწარმოე საქართველოში"  ახალი დარგები დაემატა, სადაც საწარმოს შესაქმნელად ქონების გადაცემა იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„ცვლილება შევიდა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" - გაფართოვდა იმ დარგების ჩამონათვალი, სადაც  შეიძლება ინვესტორმა მოიწადინოს ახალი საწარმოს შექმნა. იცით, რომ  ამ პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტის ფარგლებში, ერთ ლარად  გადავცემთ გარკვეულ ინდუსტრიულ მიწას საინვესტიციო და დასაქმების ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ  - განსაკუთრებით ეს პრაქტიკა არის რეგონებში, აპრობირებულია, მაგრამ აქამდე დარგები არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი. შესაბამისად, უკვე გვაქვს დარგების ფართო ჩამონათვალი, დაინტერესებული ინვესტორი მიმართავს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შეარჩევს შესაფერის მიწას და გარკვეული პროპორციით ინვესტიციისა და დასაქმების ვალდებულების აღების სანაცვლოდ, მას ეს მიწა  გადაეცემა," - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, დამატებულ დარგებს შორისაა სატყეო და თევზჭერის მეურნეობა, დამამუშავებელი მრეწველობა, რადგან აქ დასაქმების ყველაზე დიდი შესაძლებლობაა, ასევე ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სხვადასხვა მანქანა-დანადგარებისა და  ჩარხების წარმოება, ლოგისტიკური სერვისი და საწყობები, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური  საქმიანობები, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურებების საქმიანობები და სხვ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics