|
2020-12-10 12:23:54, 490 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა
„ქართული ღვინის კვირეული" ჰონგ-კონგში გაიმართა. ღონისძიება, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media" მიერ იყო ორგანიზებული, მოიცავდა სემინარებსა და დეგუსტაციებს ქართული ღვინის შესახებ. "ქართული ღვინის კვირეულს" 400-ზე მეტი სტუმარი დაესწრო: ღვინის ადგილობრივი იმპორტიორები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და ღვინის ბარების წარმომადგენლები, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ 18 ღვინის კომპანიის პროდუქციას. ამავე ღონისძიების ფარგლებში, სსიპ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და „Meiburg Wine Media"-მ, პოტენციურ იმპორტიორებს წარუდგინეს 13 მცირე მარნის ღვინო. რამდენიმე მათგანმა, უკვე დაიმსახურა იმპორტიორების ყურადღება. მცირე მარნების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ქართული ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული „მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო მცირე მარნების სადეგუსტაციო ნიმუშების სხვადასხვა ქვეყანაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ამასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიდევ 3 ქალაქში: შანხაი, შენჯენსა და ჩენგდუში ქართული ღვინის სემინარები და დეგუსტაციები სახელწოდებით „Georgian Wine Roadshow" გაიმართა. მასზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები.
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)