|
2020-12-07 16:59:55, 757 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - არის რეალური ალბათობა, რომ მოლაპარაკებების პროცესი ოპოზიციასთან შეთანხმებით დასრულდეს
დღევანდელი შეხვედრა არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, არსებობს რეალური ალბათობა, რომ მოლაპარაკებების პროცესი ოპოზიციასთან დასრულდება შეთანხმებით და გაგრძელდება ნორმალური პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირება. „ვიტყოდი, რომ დღევანდელი შეხვედრა არის კიდევ ერთი წინგადაგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ, ეს ემსახურებოდა პოზიციების უფრო დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემდგომ თანამშრომლობას, რაც ძალიან გვჭირდება. იმედი მაქვს, რომ შემდეგ შეხვედრაზე შევძლებთ პოზიციების ისე შეთანხმებას, რომ შესაძლებელი გახდება შეთანმება, მისი გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიული შეკრება. არის რეალური ალბათობა, რომ მოლაპარაკებების პროცესი დასრულდეს შეთანხმებით და ჩვენ განვაგრძოთ ნორმალური პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)