14:50 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-04 14:33:25, 616 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - რიგგარეშე და ვადამდელი არჩევნები წითელი ხაზია

„წითელი ხაზია რიგგარეშე და ვადამდელი არჩევნები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნულს პარტიაში არც განიხილავენ და ამის შესახებ ინფორმაცია აქვს ოპოზიციასაც.

„რაც შეეხება წითელ ხაზებს, მე ნამდვილად არ მჯერა რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვა კომპრომისის ან კონსესუსის მნიშვნელობა არ აქვთ გააზრებული ან არ იციან, ეს შეუძლებელია. როდესც ვამბობთ კვირების განმავლობაში უკვე, რომ შეუძლებელია ქართულმა ოცნებამ უღალატოს თავის ამომრჩეველს და მილიონამდე ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ მოლაპარაკებისას გადადგას ისეთი ნაბიჯი, რაც ამომრჩევლის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. ამიტომ წითელი ხაზია რიგგარეშე და ვადამდელი არჩევნები. ეს ჩვენი მხრიდან არც განიხილება და ამის შესახებ ინფორმაცია აქვსთ ჩვენს ოპონენტებს“, - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics