12:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-04 11:59:32, 536 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატით, მონაწილეობა მიიღო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში.

ონლაინ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტულობასა და ამ მიმართულებით შინაგან სამინისტროს მიერ მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, პროაქტიურად გამოძიების დაწყების მაჩვენებლის ზრდაზე და ასევე, სამართალდამცავთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ინტენსიური ტრენინგების ორგანიზებაზე.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ასევე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამედროვე მეთოდების დანერგვის, უწყებათშორის კოორდინაციის და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.

ონლაინ შეხვედრაზე განხილულ იქნა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები და რეკომენდაციები.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია, რომელიც საბჭოს შემადგენლობამ დაამტკიცა.

ნინო ცაციაშვილმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა აშშ საელჩოს, ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM), რომლებიც პროექტებისა და პროგრამების მეშვეობით ზრუნავენ სამართალდამცავთა შესაძლებლობების გაძლიერებაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics