|
2020-11-25 18:36:45, 683 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ხელახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს
ხელახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ის, რომ არჩევნები გაყალბდა ტყუილია, რასაც მოწმობს ოპოზიციის უარი მმართველი გუნდის შეთავაზებაზე, გახსნილიყო მათთვის სასურველი 1 500 საარჩევო უბანი და გადათვლილიყო ხმები. „მოლაპარაკებები გრძელდება, უნდა დაიგეგმოს მორიგი შეხვედრა ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, თუ როდის იქნება გამიჭირდება კონკრეტული თარიღის თქმა, თუმცა რაც შეეხება არჩევნებს, ხელხალი ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამ დროის განმავლობაში ოპოზიციისგან ვისმენდით, რომ იყო გაყალბებები, ხარვეზები გარკვეულ უბნებზე, რაც იყო დიდი ტყუილი და ამის დასტურია ის, რომ ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ 1 500-მდე უბანი, რომელსაც ისინი იტყოდნენ გაგვეხსნა და გადაგვეთვალა ეს უბნები, რომ ისინიც და ყველა, ვისაც კითხვის ნიშნები ჰქონდა დარწმუნებულიყვნენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, თუმცა მათ ეს არ ისურვეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)