12:53 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-24 12:44:47, 601 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლებამ პარლამენტის ბოიკოტის გარდა სხვა გზა არ დაგვიტოვა

ხელისუფლებამ სხვა გზა არ დაგვიტოვა გარდა იმისა, რომ არ შევიდეთ პარლამენტში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

უდუმაშვილი ევროპარლამენტის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ პროცესზე პასუხისმგებლობა ოპოზიციასთან ერთად ხელისუფლებასაც ეკისრება.

„განცხადებებში, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდში არაერთხელ მოვისმინეთ, საუბარი იყო იმაზეც, რომ ოპოზიციას უნდა მისცემოდა საშუალება, რომ თავისი სიმართლე დაემტკიცებინა იმ საჩივრების მეშვეობით, რომლის განხილვაც არ მოხდა. პრაქტიკულად, ყველა სამართლებრივი გზა დაგვიკეტეს იმისთვის, რომ თანამოქალაქეების ხმებისთვის გვებრძოლა. ხელისუფლებამ სხვა გზა არ დაგვიტოვა გარდა იმისა, რომ არ შევიდეთ პარლამენტში. ეს არის ჩვენი პროტესტის ფორმა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, დიახ, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე. მათ შორის უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომელსაც ჯერჯერობით არცერთი კომპრომისული ნაბიჯი არ გადაუდგამს. ჩვენ არც ერთი წინადადება არ მოგვისმენია, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარებმა საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს პასუხისმგებლობის გამოვლენისა და აუცილებელი კომპრომისის მოძებნისაკენ მოუწოდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics