09:54 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-23 10:44:54, 638 ნახვა

მსოფლიო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აშშ-ში შესაძლოა 11-12 დეკემბერს დაიწყოს

CNN-ის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აშშ-ში, სავარაუდოდ, 11-12 დეკემბერს დაიწყება.

აშშ-ის ვაქცინების პროგრამის ხელმძღვანელმა მონსეფ სლაუიმ განაცხადა, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდება, ვაქცინაცია შეიძლება დეკემბრის მეორე კვირაში დაიწყოს.

„ვაქცინების იმუნიზაციის ადგილებზე გადატანა შეგვიძლია დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში, ამას ორი დღე დასჭირდება, ასე რომ, ეს, სავარაუდოდ, 11 ან 12 დეკემბერს მოხდება“, - განუცხადა სლაუიმ.

Pfizer-მა პარასკევს შეიტანა განცხადება აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციაში, რათა Covid-19 ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა მიეღო. FDA-ის ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტი ამ საკითხს 10 დეკემბერს განიხილავს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics