18:42 - 24 Jun, 2026
|
2015-09-18 16:21:08, 395 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავამ თამაზ მეჭიაურს გაუგებარი წარმონაქმნი უწოდა
დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარეს თამაზ მეჭიაურს გაუგებარი წარმონაქმნი უწოდა. მან დეპუტატის მიმართ ეს შეფასება, მეჭიაურის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც ის ამბობს, რომ „გიგი უგულავას ზეიმი, რამდენიმე საათიან ზეიმად დარჩება“. „სასამართლოსთვის დღის წესრიგს ივანიშვილი კი არა, მეჭიაურიც კი ადგენს“, – დასძნა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, „თბილსერვის ჯგუფისა“ და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე სასამართლო პროცესი საათნახევარში განახლდება. მოსამართლემ გიგი უგულავას საბოლოო სიტყვის მოსამზადებლად საათნახევარი მისცა, უგულავა კი, პროცესის 1 კვირით გადადებას ითხოვდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)