|
2015-09-16 14:43:29, 748 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ჯაჭვლიანი: მინდა დავაფიქსირო გულისტკივილი, რომ მამათმავლობას კენჭი ვუყარეთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი გამოვიდა ინიციატივით, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილება შევიდეს და ამოღებული იქნას ტერმინები „გენდერული იდენტობა“ და „სექსუალური ორიენტაცია“. ჯაჭვლიანმა პლენარულ სხდომაზე სინანული გამოთქვა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს „მამათმავლობას და უკანონო ცხოვრების წესს“ კენჭი უყარა. „პირველ რიგში მე მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა, პრემიერ–მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივის გამო, რათა ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ ოჯახი არის მხოლოდ ქალის და კაცის თანაცხოვრება. მაგრამ, მეორეს მხრივ მინდა დავაფიქსირო სინანული და გულისტკივილი იმ ფაქტის გამო, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს, ჩვენთვითონვე ვუყარეთ კენჭი მამათმავლობას, ამ უკანონო ცხოვრების წესის დაკანონებას. ამ კანონის საფუძველზე მათ უკვე მოიპოვეს, სრული უფლება რათა მოევლინონ ჩვენ შვილებს პედაგოგებად სკოლებსა და ბაღებში, ამ კანონის საფუძველზე მათ უკვე მოიპოვეს სრული უფლება თავიანთი ცხოვრების წესს გაუწიონ პროპაგანდა, აგიტაცია და პირიქით, ამ კანონის საფუძველზე, ჩვენს მიერ უკვე მათი მხილება, პროპაგანდაში ხელის შეშლა გახდა დასჯადი. აქედან გამომდინარე, ვსარგებლობ რა ჩემი სადეპუტატო მანდატით, შემოვდივარ საკანონმდებლო წინადადებით, ანტიდისკრიმინაციულ კანონში შევიტანოთ ცვლიებები, მისი ჩამონათვალიდან ამოვიღოთ მამათმავლობის განმსზაღვრელი ტერმინები, გენდერუნი იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია“, – აღნიშნა ჯაჭვლიანმა. დეპუტატი ერთსქესიანთა ქორწინების და ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვის აყვანის წინააღმდეგია. „იმედს გამოვთქვამ დეპუტატები მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას, დღეს თუ არ გავა ეს პორექტი, მომავალში მაინც შევქმნით პრეცედენტს, რათა გაიმარჯვოს რწმენამ და ზნეობამ. შეუცდენელი ადამიანი დედამიწაზე არ არსებობს. შეუცდენელია მარტო უფალი, კარგია, როცა შეგიძლია, რომ სინანული გამოთქვა“, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა. აქვე, მან საპარლამენტო უმცირესობის წევრს გია ბარამიძეს მოუწოდა, მის ინიციატივას მხარი დაუჭიროს.
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)