17:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-21 13:22:15, 721 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია - მიხეილ სააკაშვილის ყველა გამოსვლა საჩუქარია ივანიშვილის პროპაგანდისთვის

მიხეილ სააკაშვილის თითქმის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილს სურს წარსულში დაბრუნება.

„სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები მხოლოდ მასსა და ივანიშვილს შორის არის, ეს არის ერთი-ერთში ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილი. ამ კაცის თითქმის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის, განსაკუთრებით მერამდენედ დაანონსება ჩამოსვლის და შემდეგ გადაგდება იმ ხალხის, ვისაც დაჰპირდა ამას.

რაც მთავარია, ეს არის სიცრუე. არჩევანი არის იმათ შორის, ვისაც მხოლოდ თავისი ძალაუფლება აინტერესებს, ივანიშვილი, რომელსაც დღევანდელი ჭაობის შენარჩუნება სურს და სააკაშვილი, რომელსაც წარსულში დაბრუნება სურს და ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს შორის, რომელსაც უნდა ცვლილებები, გარდამტეხი ცვლილებები და რისი გეგმაც გვაქვს ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“. აი, ეს არის არჩევანი იმათ შორის, ვისაც მხოლოდ თავისი ძალაუფლება აინტერესებს და იმათ შორის, ვისაც სურს, რომ ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები და წინსვლა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics