17:07 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-19 13:25:36, 912 ნახვა

კომენტარი
თამაზ მეჭიაური - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ძალიან ინტერესდებოდნენ სად დავდიოდი, შესაძლოა, ბიჭზე ზეწოლას ახდენდნენ

ძალიან ინტერესდებოდნენ სად დავდიოდი და ეს ბიჭი არ ეუბნებოდა, - ასე ეხმაურება თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური გიორგი ხუმარაშვილის საქმეს, რომელმაც გუშინ მასზე განხორციელებული ზეწოლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

მეჭიაურის თქმით, შესაძლოა ბიჭზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზეწოლას ახდენდნენ, რათა ხელისუფლებისთვის მის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია მიეწოდებინა.

„გუშინ დილამდე არანიარ ვერსიას არ განვიხილავდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც დედამისმა კატეგორიულად თქვა ალბათ, რაღაც ინფორმაციას ფლობს. ჩემთან არის დაახლოებით წელიწად ნახევარი. პირადად მას არ უთქვამს, როგორც დედამისი ამბობს, რომ ვუთხარი რატომ არ მეუბნებოდა თუ რამე ჰქონდა? ახლა არჩევნების შემდეგ ვეტყვი. ძალიან ინტერესდებოდნენ სად დავდიოდი და ეს ბიჭი უკვე აღარ ეუბნებოდა. ეს არის ის, რაც დედამისისგან ვიცი. ღმერთმა ქნას ბიჭი გადარჩეს და ალბათ თვითონ იტყვის ყველაფერს“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ცნობისთვის, ოჯახის განცხადებით, 23 წლის ბიჭზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზეწოლას ახდენდნენ, რათა ხელისუფლებისთვის თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია მიეწოდებინა. მათი თქმით, მეჭიაურის მძღოლს კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას შალვა კერესელიძე და ზურაბ ბექაური აიძულებდნენ. 23 წლის გიორგი ხუმარაშვილმა გუშინ თვითმკვლელობა სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics