12:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-14 16:04:16, 1645 ნახვა

მსოფლიო
ტიხანოვსკაია პუტინს: ვწუხვარ, რომ გადაწყვიტეთ დიალოგი უზურპატორთან და არა ბელარუს ხალხთან

ვწუხვარ, რომ გადაწყვიტეთ დიალოგი უზურპატორთან და არა ბელარუს ხალხთან, - ასე მიმართავს სვეტლანა ტიხანოვსკაია ვლადიმერ პუტინს, რომელსაც დღეს ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

როგორც ტიხანოვსკაია აღნიშნავს, რა გადაწყვეტილებასაც არ უნდა მოაწეროს ხელი ლუკაშენკომ, კანონიერი ძალა არ ექნება.

„მინდა შევახსენო ვლადიმირ პუტინს, სოჭში შეხვედრაზე რაც არ უნდა მიიღოთ და რაზეც არ უნდა შეთანხმდეთ, ამას არ ექნება კანონიერი ძალა. ყველა შეთანხმებას, რომელსაც არალეგიტიმური ლუკაშენკო მოაწერს ხელს, ახალი ხელისუფლება გადახედავს. იმიტომ რომ ბელარუსმა ხალხმა უარი უთხრა ლუკაშენკოს ნდობასა და არჩევნებში მხარდაჭერაზე. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ გადაწყვიტეთ დიალოგი გამართოთ უზურპატორთან და არა ბელარუს ხალხთან" - წერია ტიხანოვსკაიას განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, 14 სექტემბერს, ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო სოჭში მოლაპარაკებებს გამართავენ. ეს იქნება მათი პირველი  შეხვედრა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებისა და ბელარუსში დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ. მოლაპარაკებები ერთიერთზე გაიმართება. დოკუმენტების ხელმოწერა და პრესკონფერენცია ვიზიტის დროს არ იგეგმება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics