07:50 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-27 14:39:48, 4058 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - პროგრამა „იმუშავე საქართველოდან“ დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან ამოქმედდა პროგრამა „იმუშავე საქართველოდან", რომელიც 95-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ჩამოსვლისა და აქედან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, საქართველოდან დისტანციურად მუშაობის მსურველებმა კარანტინი და ტესტირება საკუთარი სახსრებით უნდა გაიარონ.

 „დღეიდან stopcov.ge-ზე ამოქმედდა პროგრამა „იმუშავე საქართველოდან". პროგრამის საშუალებით, 95-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქე, რომელთაც დისტანციურად მუშაობის სურვილი აქვთ და არიან ფრილანსერები, შეძლებენ საქართველოში ჩამოსვლას და აქედან დისტანციურად მუშაობას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და კომფორტული ადგილი იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ვიზიტორები სწორედ საქართველოში ჩამოვიდნენ.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ უსაფრთხო ქვეყანა, ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი უპირატესობები, რის გამოც ისინი არჩევენ საქართველოს და ეს ინტერესი უკვე არის გამოვლენილი. ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, ჩვენი ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი პირობები არის უფრო ხელმისაწვდომი და მათი დანახარჯებიც იქნება ნაკლები. რაც მთავარია, საქართველო არის მშვენიერი ქვეყანა, რომლის მონახულებაც ერთი დიდი სიამოვნებაა. ამ პროგრამის საშუალებით, დისტანციურად მუშაობის მსურველი უცხოელები ერთგვარ სინერგიას მოახდენენ და მუშაობასთან ერთად, ჩვენთან დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებენ", - დასძინა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics