19:03 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-22 15:22:08, 1527 ნახვა

სამართალი
შსს-ში თამაზ ხომასურიძის გამოკითხვა დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ის მამის, თამაზ ხომასურიძის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც უწყებიდან გამოსვლის შემდეგ თამაზ ხომასურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადებაა, სადაც ის ამბობს, რომ არსებობს დაჯგუფება „თეთრი ისარი“, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის ბიძასთან, მირიან ნიკოლაძესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის ბიძას ფული აქვს აღებული.

მისივე თქმით, ის ამ ეტაპზე არაფრის თქმას აღარ აპირებს და შეკითხვებს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ის მამის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, რომლის შედეგადაც  საცხოვრებელი ბინიდან მისი კუთვნილი მობილური, კომპიუტერი და თავდაცვის სამინისტროს საბუთი წაიღეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics