22:02 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-16 12:33:46, 1267 ნახვა

სამართალი
მიხეილ რამიშვილი - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხუთი დღის მანძილზე თამარის მანქანა იქ არ იყო და პოლიცია ცრუობს

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხუთი დღის მანძილზე თამარის მანქანა იქ არ იყო და პოლიცია ცრუობს“, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს ვიდეო მასალა, რომელიც ამტკიცებს, რომ ტერიტორიაზე უამრავი ნახირი მოძრაობს და ცხედრის პოვნა უფრო ადრე შეიძლებოდა.

„როდესაც ავტომობილი აღმოჩინეს, საუბარი იყო, რომ მთელი 5 დღის განმავლობაში ანუ 18 ივლისიდან ავტომობილი იდგა იმ ადგილას და სულ შემთხვევით აღმოუჩენია მწყემს, ამ დროის მანძილზე ყველანაირად მიმდინარეობდა თურმე დრონის მიერ ამ ტერიტორეიბს დათვალიერება და რადგანაც ვერ მოახერხა დრონმა დაეფიქსირებინა ეს ყველაფერი, აღმოაჩინა მწყემსმა.

მიუხედავათ იმისა, რომ თურმე იმ ტერიტორიაზე ნახირი გადაადგილდება ხუთი დღის მანძილზე ეს მანქანა ვერავინ ნახა. ჩვენ ერთი თვის განმავლობაში, ვცდილობდით დავრწმუნებულიყავით რამდენად სიმართლეს ამბობდნენ პოლიციელები, მაგრამ სრული დარწმუნებით ვიტყვი, რომ ეს არის სიცრუე და არანაირი ხუთი დღე იქ მანქანა არ იყო.

ჩემი ინფორმაციით, მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ჰყავთ ტერორის ქვეშ, მაგრამ ერთმა მაინც ივაჟკაცა და მან სამი დღის ჩანაწერი გააკეთა, თუ როგორ დიდი რაოდენობის ნახირი გადაადგილდება და ამ ნახირს თავისი მწყემსი ჰყავს, თავისი დამცველი ოთხფეხა ძაღლი და შემიძლიათ გითხრათ, რომ იქ ავტომობილი არ დგას და არ იდგებოა ის ხუთი დღე.

ჩვენ ხვალ შევხდებით მთავარ პროკურორს და ამ კითხვებზე ძალიან დეტალურად მოუწევთ პასუხის გაცემა.

მე შემიძლია ვთქვა, რომ არანაირ თვითმკვლელობაზე არაა საუბარი“, -  განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics