10:22 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-14 22:48:20, 1109 ნახვა

ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით „მეიჯერელმა“ მეოთხე ოფისი ბათუმში გახსნა

ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO Sector) სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი „მეიჯერელი" თბილისსა და ქუთაისში ოპერირებით არ შემოიფარგლა და 2020 წლის ივლისში, კომპანიამ მეოთხე ოფისი ბათუმში გახსნა.

„უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გარდა, არსებული ინვესტორებისთვის ხელშეწყობა და მათი საქმიანობის გაფართოება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთ უმთავრეს საქმიანობას წარმოადგენს. ამის თვალსაჩინო მაგალითი სწორედ კომპანია „მეიჯერელია", რომლის საქმიანობაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის.

კომპანიამ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში ქართული ბიზნესის განვითარებისთვის. წელს კი, საქართველოს მასშტაბით, უკვე მეოთხე ოფისი გახსნა ბათუმში, სადაც წლის ბოლომდე 50-მდე ადამიანი დასაქმდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში მზარდია მოთხოვნა გერმანულენოვანი ბაზრისთვის საქართველოდან სერვისების დისტანციურად მიწოდებაზე“, -  განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა ,მიხეილ ხიდურელმა.

 

„მეიჯერელი" წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიას, რომელიც ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში საქმიანობს. კომპანიის 50 000-ზე მეტი თანამშრომელი 29 ქვეყანაში, 36 ენაზე ემსახურება 500-მდე საერთაშორისო ბრენდის მომხმარებელს.

მეიჯერელი საქართველოში 2016 წელს შემოვიდა Arvato Bertelsmann-ის სახელით, 2019 წლის თებერვალში კი, რებრენდინგის შედეგად, წარმოიქმნა სრულიად ახალი ბრენდი Majorel-ი, რომელსაც თბილისის ორ ოფისში და ქუთაისში 1500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

საქართველოში შემოსვლის დღიდან მეიჯერელი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების დეპარტამენტთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ერთობლივად მრავალი პროექტის განხორციელება გახდა შესაძლებელი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics