22:03 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-14 15:15:28, 1102 ნახვა

სამართალი
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: პროკურატურისგან სოციალურ ქსელთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ

23 წლის გაურკვეველ ვითარებში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ დღეს, მთავარ პროკურორთან შეხვედრისას მიიღო მოცულობითი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ქსელებთან.

მისივე განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია ნათელს მოჰფენს ბევრ რამეს.

ამასთანავე, მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისა და გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის შეხვედრები ამით არ დასრულებულა.

„საკმაოდ სერიოზული საუბარი გვქონდა მთავარ პროკურორთან და მის მოადგილეებთან, დეტალურად გვქონდა ყველა თემაზე საუბრი, მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაციები, გადმომეცა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაციები იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება საზღვარგარეთიდან მოთხოვნილ ინფორმაციებს დაკავშირებულს სოცოალურ ქსელებთან, რომელიც ძალიან მალე ძალიან ბევრ რაღაცას ნათელს მოფენს, ამავდროულად, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის პოკურორი რომელიც არაეთიკურად ანხორციელებდა მოქმედებას, შესაბამისი რეაგირება მოახდინეს და ჩამოაშორეს საქმეს, იმიტომ რომ არ იყო ეთიკური მისი ქცევა დაზარალებულის მიმართ, მაგრამ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არ არის ბოლო“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics