00:43 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-07 21:25:50, 1962 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ლ.ს.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ლ.ს.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.

2020 წლის 28 ივლისს, ქ.თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლ.ს.-ს მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

პროკურატურის მტკიცებით აღნიშნული ქმედების განხორციელებისას ი.ღ.-სთან ერთად იმყოფებოდა დ.მ., რომელმაც დაინახა მომხდარი ფაქტი და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ გენერალურმა პროკურატურამ მიაწოდა.

სამართალდამცველებმა დ.მ. 2020 წლის 06 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით  წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics