|
2020-07-31 15:20:14, 3707 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - საქართველოს მეგობრების ამოცანაა, ცივილიზებული ფორმით სცადონ, რომ ივანიშვილმა ქვეყანა მეტ შარში არ გახვიოს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყანაში არსებული ვითარება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების და ქართული საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ყველა მეგობრის ამოცანაა, ცივილიზებული ფორმით სცადონ, რომ ივანიშვილმა ქვეყანა მეტ შარში არ გახვიოს. „ეს არის საერთო სურათი, რომელსაც ხედავენ ჩვენი პარტნიორები და როგორც ქართული საზოგადოების შეშფოთებას იწვევს საითაც მიყავს ივანიშვილს ქვეყანა, ასევე იწვევს მათ შეშფოთებას. ბოლომდე მათ იგნორირებას ის ვერ ახერხებს. ამის მაგალითია ქართული საზოგადოების წნეხთან ერთად ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ მიგვეღო ის საარჩევნო მოდელი, რომელიც მათ არ სურდათ, მაგრამ მაინც ვირეშმაკობს. ეს ვირეშმაკობა არის სახიფათო და საზიანო ქვეყნისთვის. ამიტომ, ბუნებრივია საქართველოს ყველა მეგობრის ამოცანაა ამ ცივილიზებული ფორმით სცადონ, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტ შარში არ გახვიოს ივანიშვილმა და სწორედ ამას ემსახურება ეს გზავნილი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)