03:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-30 01:36:40, 4628 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსში პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დააპატიმრეს

 ბელარუსში პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დააპატიმრეს. ინფორმაცია ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ვალერი ცეპკალოს პრესსამსახურებზე დაყრდნობით გაავრცელა Дожд-მა. დაპატიმრების შესახებ Telegram-ში დაწერა თავად ვიტალი შკლიაროვმაც.

არსებული ინფორმაციით, შკლიაროვი ბლოგერ სერგეი ტიხანოვსკიზე მუშაობაში დაადანაშაულეს, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ქმარია. სახელმწიფო მედიის ცნობით, შკლიაროვს კონკურენტების შტაბებში თავისი აგენტები ჰყავს.

თავად სერგეი ტიხანოვსკი მილიციელების მიმართ ძალადობისთვის დააკავეს. ის თავად აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ დაკავების შემდეგ კანდიდატურა მისმა ცოლმა წარადგინა.

შკლიაროვი ანგელა მერკელის, ბერნი სანდერსის და ბარაკ ობამას კამპანიებში მუშაობდა. 2018 წელს, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics