00:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-28 11:44:13, 6288 ნახვა

მსოფლიო
„ბლუმბერგი“ - ევროკავშირმა, შესაძლოა, უსაფრთხო ქვეყნების სია კიდევ შეამციროს და საზღვრები 2 კვირით დაკეტოს

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ევროკავშირი სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში საზღვრებს ჩაკეტავს.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირმა, შესაძლოა, უსაფრთხო ქვეყნების სია შეამციროს და იქიდან ალჟირი და მაროკო ამოიღოს.

როგორც Bloomberg-ი წერს, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატები ოთხშაბათს, დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი აპირებს, წევრ სახელმწიფოებში შესვლა აუკრძალოს კანადის, ჩინეთის, იაპონიის და სამხრეთ კორეის მოქალაქეებს. ეს სახელმწიფოები იმ 13 უსაფრთხო ქვეყანას შორის არიან, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლა შეუძლიათ.

გარდა ამისა, „მწვანე ქვეყნების“ სიაში, რომლებისთვისაც ევროკავშირმა საზღვრები პირველ ეტაპზე გახსნა, შედიან: საქართველო, ავსტრალია, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი, კანადა, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics