12:53 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 11:31:34, 1734 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი: საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მარცვლეული კულტურების მოსავლის აღებაში ადგილობრივებს აქტიურად ვეხმარებით

შიდა ქართლის რეგიონში,  საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. ადგილობრივებს მოსავლის აღებაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს  „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანია“ ეხმარება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მოსავლის აღების პროცესს ნიქოზის თემში, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გაეცნო.

„კახეთის რეგიონში მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების პროცესი დასრულდა. ახლა ინტენსიური სამუშაოები შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მიმდინარეობს.  მოსავალს იღებენ საოკუპაციო ხაზთან, ზემო ნიქოზშიც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის ტექნიკის საშუალებით მოსავალი უკვე აღებულია 12 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე. წელს, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, არ გვაქვს ჭარბი მოსავალი. ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურად არის ორგანიზებული, რომ ფერმერებს არ ჰქონდეთ შეფერხება მოსავლის დაბინავების პროცესში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შიდა ქართლის რეგიონში მობილიზებულია 63 ერთეული კომბაინი, საიდანაც 32 ერთეული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიას ეკუთვნის. მოსავლის აღების   პროცესში აქტიურად არის  ჩართული კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც.

ქვეყნის მასშტაბით, ხორბლის ნათესი ფართობები 50 ათასი ჰექტარს, ქერის კი - 27 ათასი ჰექტარს შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics