12:53 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 23:03:28, 2356 ნახვა

საზოგადოება
თამარ ბაჩალიაშვილის მამა - სამხარაულის ექსპრეტიზამ გადმოსვენებაზე უარი მითხრა, რადგან ყინული არ აქვთ - გამოძიება იტყუება

„სამხარაულის ექსპრეტიზამ გადმოსვენებაზე უარი მითხრა, რადგან ყინული არ აქვთ“ , - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში თამარ ბაჩალიაშვილის მამამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის არ ენდობა გამოძიებასა და სამძებრო სამუშაოებს, მისი აზრით ისინი იტყუებიან და შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

„როგორ დაიწყო გეტყვით, რომ იძახიან დრონი გავატარეთო, ეს ტყუილია. ოთხი დღის განმავლობაში ჭიმავდნენ დროს, რომ პრობლემა შეექმნათ, ესე აწყობდათ ამათ. არ გაუტარებიათ არავითარი დრონი, არ მჯერა მე, ეს არის ტყუილი. გზიდან ხელის გულივით ჩანს 50 - 60 მეტრის მანძილზე ის ტერიტორია სადაც იპოვეს.

ოჯახში პრობლემა არ ჰქონია ბავშვს, ეს მოდის სამსახურის მხრიდან. სანამ აქცია არ ჩატარდა არაფერიც არ გამოჩენილა, აქციის შემდეგ იპოვეს. არ ვაპირებ გაჩერებას, უნდა დაიწყონ ყველაფრის გამოძიება, პირველნრიგში სამსახურის მხრიდან.

გადმოსვენებაზე უარი მითხრეს, ცხედარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ყინულიც არ გვაქვსო. ახლობლებმა დაიწყეს მოგვარება, თუმცა დილამდე მაინც ვერ ხერხდება“ , - განაცხადა გარდაცვლილი გოგონას მამამ

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ოთხ დღიანი ძებნის შემდეგ, მთავარი გზატკეცილიდან 110-140 მეტრში მინდორში, საკუთარი მანქანის უკანა სავარძელში გარდაცვლილი იპოვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics