12:53 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 12:31:58, 1795 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერიამ გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლადრეაბილიტირებული მუზეუმი დამთვალიერებლებს დღეს, 16:00 საათიდან მიიღებს.

„თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და კოტე და სოსო წერეთლების ბინა-მუზეუმის შემდეგ, კიდევ ერთი მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა. ამჯერად, დამთვალიერებლებს გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი ელოდება. აქ სამუშაოები უკვე დასრულებულია, ყველაფერი განახლებულია. თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო-საგანმანათლებლო სივრცეა მოწყობილი. მუზეუმი დამთვალიერებლებს დღეს, 16:00 საათიდან უმასპინძლებს. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, მიბრძანდეს და დაათვალიეროს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის პრიორიტეტი არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები, არამედ კულტურული ღონისძიებები და ღირსშესანიშნავი ადგილების მოწესრიგება-რეაბილიტაციაა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებით შემოვიფარგლებით, არამედ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მუზეუმების რეაბილიტაციას, კულტურულ ღონისძიებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ღირებული, რაც ქალაქს გააჩნია, იყოს მოწესრიგებული - გავუფრთხილდეთ, აღვადგინოთ, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ და ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს გადავცეთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ბინა-მუზეუმის მემორიალური სივრცის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები გასული წლის აპრილში დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესში, მემორიალური სახლ-მუზეუმის თავისებურებისა და სამუზეუმო საჭიროებების გათვალისწინება სრულად მოხდა. მუზეუმის დამთვალიერებელს ასევე, დახვდება ინსტალაციები, რომლებიც პოეტის ცხოვრებასა და ბიოგრაფიას ქრონოლოგიურად ჰყვება.

მუზეუმი მარჯანიშვილის ქ. N4-ში, გალაკტიონის საცხოვრებელ სახლში მდებარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics