|
2020-07-21 17:16:36, 1730 ნახვა
საზოგადოება
ველური ბუნების ეროვნული სააგენტო გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი თევზის, ფარგას მოშენებასა და ბუნებაში აღდგენაზე მუშაობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო და ფონდი „გარემო და განვითარება” საქართველოში სრული გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი თევზის სახეობის - ფარგას (Lucioperca) მოშენების პროექტს ახორციელებს. ფონდის „გარემო და განვითარება” თავმჯდომარის, თემურ ტყემალაძის ინიციატივით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 1000-მდე ერთეული 5-7 სმ. ლიფსიტა იქნა შემოყვანილი, რომლებიც ველური ბუნების სააგენტოში, სპეციალურად მოწყობილ ტბორში აგრძელებს ზრდას და მიაღწია 16-31 სმ-ს. ველური ბუნების სააგენტოს მიზანია, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის, ფარგას სადედე ჯოგის მიღება, რომლის გამრავლების შემდეგ, მდინარე მტკვრის ზედა მხარისა და კრწანისის ტყეპარკის ტბორების დათევზიანება მოხდება. ფარგა სპორტული თევზაობის საინტერესო ობიექტია. თუმცა, ბევრ ქვეყანაში სარეწაო მნიშვნელობასაც ანიჭებენ. ფარგას პოპულაცია საქართველოს წყლებში თითქმის გაწყდა, სწორედ ამიტომ, ფარგაზე თევზაობისას, მნიშვნელოვანია თევზაობის მეთოდის „დაიჭირე და გაუშვი” დაცვა. ველური ბუნების სააგენტოს, 2016 წლიდან, საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის თევზების მოშენებასა და ბუნებაში აღდგენაზე აქტიურად მუშაობს. სააგენტო გეგმავს, ფარგას, როგორც კასპიის ზღვის აუზის პოპულაციის, ასევე, შავი ზღვის აუზის ლიფსიტების შემოყვანას, გამრავლებას და ბუნებაში აღდგენას.
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)