00:59 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-21 14:50:10, 5565 ნახვა

მსოფლიო
თურნავა - ღია სივრცეში, კონცერტებისა და ქორწილების დაშვების მიუხედავად, უნდა დავიცვათ რეგულაციები

დღეიდან ღია სივრცეში სხვადასხვა სოციალური ღონისძიებების, მათ შორის კონცერტებისა და ქორწილების გამართვა პრაქტიკულად დაშვებულია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, დაშვების მიუხედავად, დაცული უნდა იყოს ზომიერება და ყველა ის აუცილებელი რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის  პროტოკოლით არის გათვალისწინებული.

„ყველა ახალგაზრდას ვულოცავ ამ რეგულაციების შემსუბუქებას. ვიცი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი რიგი ადამიანებისთვის, დასაქმებულებისთვის, მათ შორის ფოტოგრაფებისთვის, მუსიკოსებისთვის, ივენთ მენეჯერებისთვის, სატრანსპორტო კომპანიებისთვის, რესტორნებისა  თუ სასტუმროებისთვის, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა აუცილებელი რეკომენდაცია, მათ შორის ის, რომ ასეთ ღონისძიებებზე 100 ადამიანზე მეტმა არ უნდა მოიყაროს თავი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეტაპობრივად ხდება შეზღუდვების ლიბერალიზაცია და პრაქტიკულად, ძალიან მცირე სფერო დარჩა, სადაც შეზღუდვები კვლავ მოქმედებს. ასევე მზადდება  პროტოკოლი სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით და აქაც ლიბერალური მიდგომები იქნება გამოყენებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics