14:51 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-19 15:09:44, 2774 ნახვა

საზოგადოება
იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი - გვინდა ექპერიმენტი გავიმეოროთ და საზოგადოებამ ნახოს სიმართლე - იაკობი არის დაზარალებული

„გვინდა ექპერიმენტი გავიმეოროთ და საზოგადოებამ ნახოს სიმართლე - იაკობი არის დაზარალებული“ , - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, იაკობ ბრეგვაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ექსპერიმენტი უნდა გამეორდეს იმავე დროს, როდესაც ეს ფაქტი მოხდა.

„იაკობი ამ საქმეზე ცნობილია დაზარალებულად. ყველამ იცის საქმის მასალები, ჩვენ გარდა. გვაქვს კითხვები გამოძიებასთან. მოვედით, რომ ეს კითხვები გავიაროთ.

კითხვები ეხება იაკობის მიერ მიღებულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას. გვაქვს კითხვები ექსპერიმენტთანაც. ესაა დროის შეთანხმების საკითხი - იგივე დროს მოხდეს აღნიშნული, რა დროსაც მოვლენები განვითარდა. გვინდა საზოგადოებამ ნახოს, შეოძლო თუ არა, გადამხტარიყო იაკობ ბრეგვაძე და რისი დანახვა შეეძლო იმ ადგილიდან", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics