|
2020-07-17 15:38:40, 3993 ნახვა
საზოგადოება
ზურაბიშვილი - მზად ვართ წინ აღვუდგეთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც „ფეიკ ნიუსებითა“ თუ შეტევებით, ლუგარის ცენტრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად
„მინდა პატივისცემა გამოვხატო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმართ, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა პანდემიის პერიოდში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან და დიპლომატებთან ერთად დღეს გამართულ დისკუსიაზე, რომელიც პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილებას შეეხებოდა. პრეზიდენტის თქმით, ჯანდაცვის სისტემის ეს წარმატება გამონაკლისი არაა. ის ერთ-ერთია საქართველოს მრავალი წარმატებიდან. იქნება ეს ჯანდაცვის უნივერსალური სისტემა, თუ C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა. „ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მრავალმა მიმართულებამ კოვიდკრიზისზე მნიშვნელოვანი რეაგირება შეძლო. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ განსაახლებელია ჯანდაცვის სისტემის გარკვეული მიმართულებები. ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ბავშვთა ონკოლოგიას, პირადად ვარ დაინტერესებული ამ საკითხით. ასევე, ხაზგასასმელია ლუგარის ლაბორატორიის მუშაობა - მათი შრომა პანდემიის თითოეულ ეტაპზე დასაფასებელი იყო და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, წინ აღვუდგეთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ფეიკ ნიუსებითა, თუ რეალური შეტევებით მიზნად ისახავს ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ შედეგები და თავიდან ავიცილოთ მეორე ტალღისა და მკაცრი ზომების მიღების რისკი. სიფრთხილე გვმართებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთბაშად არ გავხსენით საზღვრები, რეგიონში არსებული მდგომარეობის გამო თავი შევიკავეთ სახმელეთო საზღვრების გახსნისაგან და არ მიგვიღია გადაწყვეტილება სექტემბერში სკოლების გახსნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)