17:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-16 15:34:16, 4505 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ყვარელში სასტუმრო „მეღვინეობა ნეკრესი“ გაიხსნება

„საქართველოს ბანკი“ სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ყვარელში, სამონასტრო კომპლექსი „ნეკრესის“ მიმდებარე გზატკეცილზე 8 ნომრიანი, დაახლოებით 4 ვარსკვლავის დონის სასტუმრო აშენდა. სასტუმროს  საკუთარი მარანი, სადეგუსტაციო კუთხე და რესტორანი აქვს. სასტუმროში მოგვიანებით საკონფერენციო დარბაზიც მოეწყობა. პროექტის ღირებულებამ ჯამში 1 200 000 ლარი შეადგინა, საქართველოს ბანკის ინვესტიცია 350 000 ლარია. „მეღვინეობა ნეკრესს“ 15 ადამიანი ყავს დასაქმებული.

„საქართველოს ბანკი" სასტუმრო სექტორის მხარდაჭერის მიზნით მცირე ზომის ბიზნესების დაფინანსებას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით კომპანიამ პატარა სასტუმროს აშენება და მასში მარნისა და რესტორნის განთავსება შეძლო. მიგვაჩნია, რომ ასეთი პროექტების განხორციელება რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სექტორის წახალისებას. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერას“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics