17:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-15 12:49:08, 3394 ნახვა

ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სპილენძისა და ალუმინის სადენების საწარმო გაიხსნა

თურქულმა კომპანიამ Koç Kablo, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე 35 წლიანი გამოცდილება აქვს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით, ქ. თბილისში, სპილენძისა და ალუმინის სადენების საწარმო გახსნა.

კომპანიას 2018 წლის თებერვალში პროგრამით „აწარმოე საქართველოში" 9502 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. კომპანიამ საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე 100 ახალ სამუშაო ადგილი შექმნა. საწარმო, სრულად დატვირთვის შემდეგ, დაასაქმებს დაახლოებით 250 ადამიანს. მისი საწარმო სიმძლავრე წლის განმავლობაში არის 12 000 ტონა სპილენძისა და ალუმინის დამუშავება. რაც ფინანსური მაჩვენებლებით შეადგენს 300 მლნ ლარის ღირებულების პროდუქციის წარმოებას, 40 მლნ დამატებითი ღირებულების შექმნას და მილიონობით ლარის გადასახადების შედინებას ბიუჯეტში.

პროექტი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მისი საექსპორტო პოტენციალიდან გამომდინარე - საწარმო უმეტეს წილად აწარმოებს საექსპორტო ბაზრებისთვის. ამჟამად კომპანიას მიღებული აქვს მსხვილი შეკვეთა განადან და აწარმოებს მოლაპარაკებებს ბრიტანეთთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან.

კომპანიამ განახორციელა 15 მილიონი ლარის ინვესტიცია და თავის საქმიანობას მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელებს, რაც უზრუნველყოფს სრულად ავტომატიზებულ წარმოებასა და დაბალ საწარმოო ფასს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics