20:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-06 22:37:28, 2404 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა

გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა. ის თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა. წარდგენას ასევე დაესწრო კურატორი მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს ყველა თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის, განსაკუთრებით, მათ, რომლებიც როგორც საგანგებო მდგომარეობის დროს, ისე ახლაც ახორციელებენ ეკონომიკური სუბიექტების უსაფრთხოების მონიტორინგს და ახდენენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად კომპანიების ინსპექტირებას, თუ რამდენად ასრულებს ბიზნესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ გაიდლაინებს.

ნათია თურნავას განცხადებით, სააგენტო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყებაა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში და იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდა პროფესიონალ ხელმძღვანელთან ერთად წარმატებით იქნება დაძლეული სააგენტოს წინაშე არსებული გამოწვევები.

გიორგი გეჯაძე კონკურსის წესით შეირჩა. მანამდე ის თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს აქვს საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics