22:03 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-01 20:35:36, 3930 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 1 ივლისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის  წევრებთან შეხვედრა გამართეს.

„დღეს საქართველოს ყველაზე მსხვილ ბიზნეს ასოციაციას და მის წევრებს, სააგენტოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიას და განახლებულ პროგრამებს გავაცნობთ.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიას უკვე პოსტ-კოვიდ ჭრილში შევხედეთ, სადაც გამოიკვეთა ქვეყნის პრიორიტეტული სექტორები, მაგალითად ელექტრო ნაწილების წარმოება, ბიზნესპროცესების დისტანციურად მიწოდება, ასევე, სხვა კომპონენტები, როგორებიცაა სამედიცინო ფარმაცევტიკა, კვლევითი ცენტრები და ა.შ.

პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინვესტიციების წახალისება, რომელზეც სააგენტო აქტიურად მუშაობს. დღეის მდგომარეობით 130 მლნ ლარამე პორტფელი გვაქვს, როგორც წარმოების, ასევე, სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით.“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ხიდურელმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს  სააგენტოს საქმიანობა, განახლებული პროექტები და ქვეყნის განახლებული საინვესტიციო სტრატეგია გააცნო.

აღნიშნული ტიპის შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება ყველა კერძო სექტორთან, რომლის ფარგლებშიც წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics