15:58 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 12:54:57, 1683 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - გვეგონა, რომ ეს თაკარა მზე მოკლავდა ვირუსს, მაგრამ მთლად ასე არ ყოფილა

რომ გვეგონა, რომ ეს თაკარა მზე მოკლავდა ვირუსს, მთლად ასე არ ყოფილა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, მთავარია, რომ მოხდეს ახალი შემთხვევების მართვა, ეკონომიკის გახსნის პარალელურად.

„ეს ყველაფერი არის ჯერჯერობით მხოლოდ მსჯელობის საგანი, ჩვენთვის დღეს მთავარია, რომ აქამდე ჩვენ შევაჩერეთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება, ახლა ვართ მართვის სტადიაში, უნდა ვმართოთ ახალი შემთხვევები და კარგად ვიცით, რომ გახსნილია ეკონომიკა, რადგან მოსახლეობამ უნდა იმუშავოს და ა.შ, უნდა დავიჭიროთ ბალანსი.

იქნება მეორე ტალღა, მესამე, მეოთხე - ამაზე მსჯელობენ სერიოზული მეცნიერები. შესაძლებელია, რომ ოდნავ დინამიკა არის, რომ ვირუსის ვირულენტობა მცირდება, გლობალურადაც. შესაძლოა ზაფხულში ეს გაგრძელდეს, რომ გვეგონა, რომ ეს თაკარა მზე მოკლავდა ვირუსს, მთლად ასე არ ყოფილა, ანუ სულ გაქრებოდა, როგორც გრიპის ვირუსი, ეს არ ხდება. მაგრამ მთავარია, რომ ყველა შემთხვევა არის კონტროლირებადი და ემორჩილება მართვას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics